კომპანიის შესახებ

კომპანია "GEOTECHNOLOGY” დააარსდა 2004 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება, ყველაზე ხარისხიანი მასალებით, უახლესი ტექნოლოგიებით, რაც ხარისხის და საიმედოობის გარანტიას იძლევა.

ჩვენი წარმოება აღჭურვილია კარ-ფანჯრების და მინაპაკეტების წარმოების ავტომატური ხაზებით. თანამედროვე ავტომატური წარმოება პრაქტიკულად გამორიცხავს დეფექტებს, ვინაიდან ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი.

ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით ყველა კლიენტს. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები ასრულებენ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთებს. კლიენტის სურვილისამებრ კარ-ფანჯრებს შესაძლებელია გაუკეთდეს ლამინირება და ტონირება, რის შემდეგაც ის ინტერიერის ელემენტად იქცევა.

ჩვენი მუშაობის ძირითადი პრინციპია ყველა ობიექტთან ინდივიდუალური მიდგომა, თქვენი სურვილების გათვალისწინებით.

ჩვენი კომპანიის წარმატებული განვითარების საფუძველია პლასტმასის კონსტრუქციების სფეროს ლიდერთან, "PROLINE” -თან თანამშრომლობა.

"PROLINE” -ს პროფილის კარ-ფანჯრების რეპუტაცია ეჭვს არ იწვევს. ელეგანტური იერსახე და უმაღლესი ხარისხი - ეს არის გერმანული კლასიკა , "PROLINE” -საგან.

 


 

 

Copyright © 2010 GEOTECHNOLOGY
გერმანული მეტალოპლასტმასის
კარ-ფანჯრების სისტემა
Greated by MAXITOP